პტი პირობები და ფასები
ინსპექტირების ჩასატარებლად სატრანსპორტო საშუალება შესაძლებელია წარადგინოს როგორც მფლობელმა ასევე მესამე პირმა.
ინსპექტირებისთვის აუცილებელია წარადგინოთ: სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ან მისი ასლი; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
სატრანსპორტო საშუალების განმეორებით ინსპექტირებაზე ავტომობილის წარდგენა უნდა მოხდეს პირველი ინსპექტირებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
თუ სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება ხორციელდება იგივე ინსპექტირების ცენტრში, რომელშიც ჩატარდა პირველი ინსპექტირება, განმეორებითი ინსპექტირება ტარდება მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.
ინსპექტირების ფასები
ელექტრო - M1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება განისაზღვრება, როგორც: არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

ელექტრო - M1 კატეგორიის ავტომობილი, ავტო ინსპექტირებას (ტექდათვალიერებას) საჭიროებს ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ − ყოველ წელიწადს.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ელექტრო - M1 კატეგორიის ავტომობილი გამოიყენება, როგორც ტაქსი ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტო სატრანსპორტო საშუალება, ავტო ინსპექტირება უნდა განხორციელდეს გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.

ელექტრო - M1 კატეგორიის ავტომობილის ტექინსპექტირების ღირებულება - 48 ლარი, ვიზიტის დაჯავშნის საკომისიო - 1 ლარი.
ელექტრო - 48 ლარი
M1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება განისაზღვრება, როგორც: არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

M1 კატეგორიის ავტომობილი, ავტო ინსპექტირებას (ტექდათვალიერებას) საჭიროებს ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ − ყოველ წელიწადს.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ M1 კატეგორიის ავტომობილი გამოიყენება, როგორც ტაქსი ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტო სატრანსპორტო საშუალება, ავტო ინსპექტირება უნდა განხორციელდეს გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.

M1 კატეგორიის ავტომობილის ტექინსპექტირების ღირებულება - 60 ლარი, ვიზიტის დაჯავშნის საკომისიო - 1 ლარი.
მსუბუქი - 60 ლარი
M2 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს, ხოლო ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან წელიწადში ორჯერ.
მიკრო ავტობუსი - 100 ლარი
M3 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს, ხოლო ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან წელიწადში ორჯერ.
ავტობუსი - 100 ლარი
N1 არა უმეტეს 3500 კგ-ზე ნებადართული მაქსიმალური მასისა და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები სასოფლო-სამეურნეო მანქანებისა და ტრაქტორების გარდა.

ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს
სატვირთო N1 - 60 ლარი
N2; N3 3500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.
სატვირთო - 100 ლარი
O3, 04 ტიპის სატრანსპპორტო საშუალება განისაზღვრება როგორც: 3500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები.

O3, 04 ტიპის სატრანსპპორტო საშუალება, ტექინსპეტქირებას საჭიროებს, ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.

O3, 04 ტიპის სატრანსპპორტო საშუალების ტექინსპექტირების ღირებულება არის - 60 ლარი.
მისაბმელი - 100 ლარი