პტი ცენტრის შესახებ
პერიოდული ტექნიკური ინსპექტრების ცენტრი “პტი”, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ყველა კატეგორიის ავტომობილის ინსპექტირებას. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ევროპული აპარატურით, კერძოდ გერმანული MAHA-ს და ფრანგული CAPELEC-ის გამზომი ხელსაწყოებით.
ცენტრი მომხმარებლებს ემსახურება ერთი უნივერსალური(სატვირთო) და ექვსი LV(მსუბუქი) ხაზით, რაც უზრუნველყოფს ცენტრის სწრაფ გამტარუნარიანობას და რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ცენტრში რიგების არსებობას. ჩვენ გემსახურებით რიგების გარეშე!
ცენტრის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი კომპეტენციის კადრებით, რომლებიც მაღალი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფენ ავტომობილების შემოწმებას და ზრუნავენ მომხმარებლთა კმაყოფილებაზე,მომსახურების მაღალი სტანდარტით.
ასევე ცენტრში ფუნქციონირებს ავტოსამრეცხაო და კაფე!