სიახლეები
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია CITA-სთან კონსულტაციებს იწყებს
26 ოქტომბერი 2021
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია ერთი თვეა, რაც ინსპექტირების დარგში მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია CITA-ს (ავტომობილების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტი) წევრია. CITA-ს წევრები არიან ისეთი ბიზნეს-ორგანიზაციები როგორებიცაა: MAHA, BOSCH, ACTIA, COSBER, MUSTANG, CAPELEC, AUTOCOM, HELLA-GUTMANN და სხვა. რაც შეეხება ასოციაციებს და ინსპექტირების კომპანიებს, CITA-ში გაწევრიანებულია: DEKRA, OPUS, TUV-NORD, TUV-RHEINLAND და სხვები. CITA მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან. CITA-ს მთავარი ოფისი განთავსებულია ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში.
კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრი გაიხსნა
26 ოქტომბერი 2021
დედაქალაქის მერი კახა კალაძე კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ცენტრი ტექნიკური დარგის ასეულობით სპეციალისტს მოამზადებს, რაც შემდეგში მათი დასაქმების გარანტიას შექმნის. თბილისის მერის თქმით, ცენტრი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ტექნიკურ დარგში კადრების პროფესიულ დონეზე მომზადებას და მათ დასაქმებას.