კომპანიის შესახებ
შპს „სასწავლო და საგამოცდო ცენტრი - პტი“, დაარსდა 2020 წელს და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
პერიოდული ტექნიკური ინსპექტრების ცენტრი “პტი”, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ყველა კატეგორიის ავტომობილის ინსპექტირებას. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ევროპული წარმოების აპარატურით, კერძოდ გერმანული MAHA-ს და ფრანგული CAPELEC-ის გამზომი ხელსაწყოებით. ცენტრი მომხმარებლებს ემსახურება ერთი უნივერსალური და ექვსი მსუბუქი LV ხაზით, რაც უზრუნველყოფს ცენტრის მაღალ გამტარუნარიანობას, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ცენტრში რიგების არსებობას. ჩვენ გემსახურებით რიგების გარეშე! ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია კომპეტენტური კადრებით, რომლებიც მაღალი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფენ ავტომობილების შემოწმებას და მაღალი მომსახურების სტანდარტით ზრუნავენ მომხმარებლთა კმაყოფილებაზე.

კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრი. პროექტი საერთაშორისო მასშტაბისაა და ქართულ რეალობაში უპრეცედენტოა. ამიტომაც კავკასიის ცენტრში სწავლება დაგეგმილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. სასწავლო ცენტრი წლის განმავლობაში მოამზადებს ტექნიკური დარგის ასეულობით სპეციალისტს, რაც შემდეგში შექმნის ამდენივე პერსონალის დასაქმების გარანტიას. ცენტრში სწავლებას გაივლიან შემდეგ ტექნიკურ პროფესიებში: ინსპექტორი, ტექნიკური მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, მძღოლების და გადამზიდველების სპეციალური მომზადება, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების სპეციალისტი, სპეც-ტექნიკის ოპერატორი მძღოლები, სპეციალური მომზადება უსაფრთხოებაზე, ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზა და სხვა. გარდა თეორიული სწავლებისა, სასწავლო ცენტრში ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობები, რისთვისაც მოეწყო ტექნიკური ინსპექტირების ერთი უნივერსალური და ექვსი LV ტესტირების ხაზი. ცენტრი აღჭურვილია მაღალი დონის აპარატურით. პროექტში უკვე განხორციელდა 6 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომლის მოცულობის გაზრდა იგეგმება.
პარტნიორი კომპანიები