ჩვენს შესახებ


  შ.პ.ს. “ტელეკომ  ინჟინერინგ კომპანი”  დაარსდა 2009 წლის 11 ივნისს , როგორც ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს  დაპროექტების, მშენებლობის და მომსახურების კომპლექსს, მათ შორის:

  • კავშირგაბმულობის ქსელების დაპროექტება;
  • კავშირგაბმულობის ხაზების მშენებლობა, მონტაჟი და მომსახურება;
  • მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელების აღდგენა, რეაბილიტაცია და მომსახურება;
  • მიწისზედა თანამგზავრული სისტემების მომსახურება და მონტაჟი;

  დაარსების დღიდან კომპანიამ თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა და პუნქტუალურმა პარტნიორმა. შესრულებული იყო დიდი მოცულობის შემდეგი სამუშაოები ახალი და უკვე არსებული ქსელების მომსახურების კუთხით სხვადასხვა კომპანიებისათვის:

  • მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელების აღდგენა;
  • სატელეფონო კანალიზაციის მშენებლობა;

   მათ შორის განსაკუთრებულად აღსანიშნავია ჩვენი თანამშრომლობა კომპანია “მაგთიკომთან", რომელთანაც 2009 წლის 5 აგვისტოს და 2009 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა ორი ხელშეკრულება მათთვის ახალი საკომუნიკაციო ქსელის აგებასა და მათი არსებული ქსელის მომსახურებაზე.
   როგორც ავღნიშნეთ 2009 წლიდან შ.პ.ს “ტელეკომ ინჟინერინგ კომპანი” არის “მაგთიკომის” მუდმივი პარტნიორი, რაც მიმიდინარე წელს კიდევ უფრო განვითარდება მას შემდეგ, რაც “მაგთიკომმა" გადაწყვიტა ახალი სერვისის დანერგვა, რომელიც გულისხმობს საქართველოში ახალი თანამგზავრული სატელევიზიო მაუწყებლობის სისტემის PAY-TV-ის დანერგვას.
    ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობის წარმატებით შესრულებისათვის ჩვენს საწარმოს გააჩნია შესაბამისი მატერიალური-ტექნიკური ბაზა და რაც მთავარია კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტებით, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი განათლება, რაც უზრუნველყოფს საწარმოს დროულად და მაღალხარისხიანად  შეასრულოს შემკვეთის ყველა მოთხოვნა.
    შ.პ.ს.  “TEC” ახორციელებს პოსტსაგარანტიო მომსახურებას, დაზიანებების აღმოფხვრას, საავარიო რემონტს დადგენილ დროში და უმაღლესი ხარისხით დღეში ოცდაოთხი საათის განმავლობაში და 7 დღე კვირაში, რისთვისაც ჩვენს საწარმოში შექმნილია სპეციალური სადისპეჩერო სამსახური.